თეგებით ძიება
10. 11. 2021 COVID - 19

"ყველა ვინც არ იყენებს სამედიცინო პირბადეს არის მკვლელი" - გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში საქართველოს მძიმე ეპიდვითარებაზე წერს და ამბობს, რომ საქართველოში უკვე დაიწყო კოვიდის მე-5 ტალღა.

"საქართველოში დაიწყო კოვიდის მე-5 ტალღა
- დღეს საქართველომ დაკარგა 78 მოქალაქე
- ეს არის მხოლოდ და მხოლოდ სასაწყისი
- დეკემბრის თვე საქართველოში იქნება უმძიმესი
- გამოფხიზლდით, გონს მოეგეთ… საკუთარ თავს უწყობთ გენოციდს
- ყველა ვართ დამნაშავე, დიახ ყველა
- გამოსავალი არის მხოლოდ ერთობაში
- საქართველოს ყავს ორი მტერი: კოვიდი და რუსეთი
- 78 ადამიანი …..

- მაინდამაინც 100 ადამიანის სიკვდილის შემდეგ დავიწყებთ შეწუხებული სახეებით სიარულს რა გვჯირს
- ყველა ვინც არ იყენებს სამედიცინო პირბადეს არის მკვლელი
- ყველა ვინც არ იცრება არის მკვლელი
- ყველა არაპროფესიონალი ვინც იღებს უაზრო გადაწყვეტილებებს (ჩამონათვალი დიდია) არის მკვლელი
- ყველა ეგრეთ წოდებული “ანტივაქსერი” “ბლოგერი” თუ ჯანდაბა ყველანი არიან მკვლელები
კვდება არა აცრილი ადამიანები
ვირუსს ავრცელებენ არა აცრილი ადამიანები

- გამოსავალი დღეს არის მხოლოდ:
- ქვეყანა უბდა გადავიდეს დღესვე ერთ ვაქცინაზე (ფაიზერზე)
- ვაქცინა უნდა იყოს სავალდებული 100% დაფარვით კონკრეტული ჯგუფებისთვის: სამედიცინო სფერო, საგანმანათლებლო სფერო, სერვისი სფერო, ძალოვანი სტრუქტურებე, და მედის სფერო.

- კოვიდ ელექტრონული სტატუსი უნდა იყოს დანერგილი ქვეყანაში რაც შეიძლება მალე, მაქსიმუმ 1 კვირაშიდა წარდგენილი “მწვანე” კრიტერიუმები არის გადასახედი და უნდა იყოს მხოლო 2 კრიტერიუმი აცრილი ფაიზერით 6 თვე ან პსრ ტესტი 72 საათი. თავს ნუ ვიტყუებთ მწვანე საშვი არ უნდა გვირდებოდეს: აფთიაქი, საავადმყოფო, სასურსათო მაღაზია და შიდა საქალაქო ტრანსპორტი. ყველა დანარჩენ შემთხვევაში უნდა იქნას ამოქმედებული მწვანე საშვი თავისი ჯარიმით 500ლარი იმ დაწესებულებას თითოეულ არა მწვანე საშვიანზე
- სამედიცინო პირბადე უნდა იყოს სავალდებულო ყველგან გარე და შიდა სივრცეებში (განსაკუთრებით სასწავლო დაწესებულებებში) და ჯარიმა უნდა იყოს მყისიერი, 50 ლარი.

- დისტანცია მინიმუმ 1 მეტრი უნდა იქნას დაცული საზოგადოებრივ ტრანსპორტში და სხვა დახურულ სივრცეში 1.5 მეტრა, სასურვრლია 2 მეტრიანი დისტანცია.
- ყველა დაწესებულებამ განიხილოს მაქსიმალურად დისტანციურ რეჯიმზე გადასვლა. დიახ, ყველა კერძო და საჯარო სამსახურები უნდა გადავიდნენ დისტანციურზე. გეკითხებით ბუღალტერს, ანსლიტიკოსს, და იურისტს რა უნდა ოფიში ?!
- გამოვიყენოთ საღი აზრი და გადავარჩინოთ სიცოცხლე სხვა ალტერნატივა არ არის", - წერს ექსპერტი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა