თეგებით ძიება

ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

სებმა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 10 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.1523 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1571 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.48 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.6500 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6597 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.97 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.3212 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 4.2663 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 11 ნოემბრიდან შევა ძალაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა