თეგებით ძიება
10. 11. 2021 COVID - 19

"იცავს ინფიცირებისგან და საჭიროა ერთადერთი დოზის გადასხმა... იქნებ, ეს მაინც იქონიოს საქართველომ, რომ ასე არ დახოცოს მოსახლეობა" - ნანა გეგეჭკორი

აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმი, ნანა გეგჭკორი სოციალურ ქსელში კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების კოქტეილის შესახებ წერს, რომელიც ადამიანებს კოვიდინფიცირებისგან იცავს და ამასთანავე, ინფიცირებულებში კოვიდის მძიმე ფორმების განვითარებას უშხლის ხელს.

"Regeneron-ის ანტისხეულების კოქტეილი რამდენიმე თვე იცავს ადამიანს კოვიდით ავადობისგან. იქნებ, ეს მაინც იქონიოს საქართველომ, რომ ასე არ დახოცოს საკუთარი მოსახლეობა.

ჩვენ უკვე დიდიხანია ვიყენებთ რუტინულად. თავიდან გამოიყენებოდა უკვე ინფიცირებულებში, რისკის ჯგუფებიდან. დღესდღეობით ვიყენებთ იმ შემთხვევებშიც კი, როცა ადამიანი ამბობს რომ მას კონტაქტი ჰქონდა ინფიცირებულთან.

საჭიროა მხოლოდ ერთადერთი დოზის ინტრავენური გადასხმა. ჩვენთან ეს ხდება ემერჯენსი რუმში. ინფუზიას დაახლოებით ერთი საათი სჭირდება და პაციენტი ინფუზიის დასრულებიდან ერთი საათის შემდეგ ეწერება სახლში.

პრეპარატს აქვს საკმაოდ კარგი უსაფრთხოების პროფილი და ამავე დროს მაღალი ეფექტურობით ხასიათდება. პირველი კვლევები აჩვენებდა, რომ კოვიდის მძიმე ფორმების განვითარებას უშლიდა ხელს. ახლა საუბარია იმაზე რომ ინფიცირებისგანაც იცავს.
იქნებ მოსთხოვოთ თქვენს მთავრობას სისხლიანი ბანერების ნაცვლად სიცოცხლის გადარჩენა დააფინანსოს.

P.S. და კიდევ, რაც მთავარია, სიცოცხლესთან ერთად ადამიანად დარჩენის საშუალება მოგცეთ მათ ვინც სეირის საყურებლად მისჩერებიხართ, ადამიანის წამებით სავსე, ყველა შესაძლო სივრცეს...", - წერს გეგეჭკორი ფეისბუქზე.

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 5 751 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 78 ადამიანი, ხოლო 3 647 პირი გამოჯანმრთელდა.



თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა