თეგებით ძიება
10. 11. 2021 COVID - 19

"გადავარჩინოთ საკუთარი თავი! მსოფლიო მეცნიერებმა უკვე იციან, თუ როგორ ვმართოთ პანდემია" - რა ინფორმაციას ავრცელებს გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე კოვიდპანდემიის გამოცხადებიდან 609-ე დღის გასვლას ეხმაურება და მოსახლეობას მეცნიერებისა და დარგის ექსპერტების ნდობისკენ მოუწოდებს:

"ზუსტად 609 დღის წინ ოფიციალურად გამოცხადდა კოვიდპანდემია!
ბევრი რამ ვისწავლეთ და იმდენი კვლევა ჩატარდა ამ ვირუსის შესახებ, რაც არ ჩატარებულა არცერთ სხვა ვირუსთან მიმართებაში.
მსოფლიო მეცნიერებმა უკვე იციან, თუ როგორ უნდა ვმართოთ ეს პანდემია, მაგრამ ჩვენ ვუჯერებთ პოლიტიკოსებს, ბლოგერებს და “ექსპერტებს” და არ ვუსმენთ მეცნიერებს, ამ დარგის სპეციალისტებსა და ექსპერტებს!
გადავარჩინოთ საკუთარი თავი!
დავუჯეროთ მეცნიერებს!", - წერს ფხაკაძე ფეისბუქზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა