კორონავირუსით კიდევ 77 ადამიანი გარდაიცვალა - როგორია ბოლო 24 საათის კოვიდსტატისტიკა
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 4 563 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 77 ადამიანი, ხოლო 4 744 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 771 381-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 705 312 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 10 739 პაციენტი ემსხვერპლა.