1 832 თბილისი, 711 იმერეთი - კოვიდინფიცირების გავრცელების არეალი რეგიონებში
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 49 334 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 4 563 ახალი შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 771 381-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 744 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 705 312.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 77 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 10 739 პირი ემსხვერპლა.