დაავადებათა კონტროლის ცენტრი სამძიმრის წერილს ავრცელებს
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს დიდებული პიროვნების გელა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ბატონი გელას ოჯახს და მთლიანად საქართველოს.
,,ვაქცინაციის წყალობით, დღეს პოლიო პრაქტიკულად აღარ არსებობს, თუმცა რამდენიმე „აფეთქება“ ოცდამეერთე საუკუნემაც იხილა. ნიგერიაში გავრცელდა ხმა, რომ პოლიოს ვაქცინა დასავლეთის მიერაა „შემოგდებული“ იმისათვის, რომ „ჩვენი მოსახლეობა მკვეთრად შემცირდეს“. მშობლები უარს ამბობდნენ ბავშვების ვაქცინაციაზე, რასაც მოჰყვა პოლიოს ახალი კერების გაჩენა მთელს ქვეყანაში და ყველა ის უბედურება, რომელიც ამ ცბიერ დაავადებას თან სდევს.
დღევანდელი ჭირიანობის წყვდიადში სინათლის სხივი გამოჩნდა, მალე საქართველო მიიღებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებს, რომლებსაც მსოფლიო მედიცინის პროფესიონალთა ელიტა გვთავაზობს, - დიპლომატი, მწერალი გელა ჩარკვიანი.
მისი თქმით, ძალიან უცნაური იქნება, არ ვენდოთ მათ სიტყვას და დავუჯეროთ მითებს, რომლებსაც ხშირად ფსიქიკურად გაუწონასწორებელი კონსპიროლოგები ქმნიან.