თეგებით ძიება
11. 11. 2021 COVID - 19

"პირბადის ტარება ისევე უტყდებათ, როგორც ზოგიერთ ვაჟკაცს ქოლგა" - რომან გოცირიძე

პარლამენტარი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში სტატუს აქვეყნებს, სადაც საქართველოში არსებულ მძიმე ეპიდვითარებას ეხმაურება.

„ყოველდღიურად სამოცდაათზე მეტი ადამიანის სიკვდილი უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ალბათ, სანამ დღეში 100 კაცი არ მოკვდება, განგაშის ზარებს არ ჩამოჰკრავს სიმბოლოების მოყვარული ჩვენი საზოგადოება. ანტივაქსერი და უსუსური მთავრობა, ანტივაქსერი ეკლესია, გაუნათლებელი და ცრურწმენებს აყოლილი მრევლის საკმაო ნაწილი, ხმოსნების დაკარგვის შიშით გატრუნული პარტიები, “თავისუფლებისათვის მებრძოლი” იდეოლოგიური კლიშეებით დაშტამპული “მოაზროვნეები”, რომლებსაც თავისუფლება ფიტნესების და რესტორნების შეუზღუდავად საქმიანობა ჰგონიათ და პირბადის ტარება ისევე უტყდებათ, როგორც ზოგიერთ ვაჟკაცს ქოლგა, მხოლოდ საკუთარ გამორჩენაზე მზვრუნველი საქმოსნები და კიდევ ბევრი რამ არის იმ უბედურების მიზეზი, რაც ქვეყანაში ტრიალებს და რასაც უკვე არავინ ამჩნევს. თანაც ჰგონიათ, რომ ყველაფერი თავისით გადაივლის. არ გადაივლის, ეს მხოლოდ დასაწყისია“, - წერს პარლამენტარი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა