თეგებით ძიება
11. 11. 2021 COVID - 19

"დღეს საქართველოს 77-მა მოქალაქემ დაკარგა სიცოცხლე, დღეს საქართველო დამარცხებულია" - გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"დღეს 77-მა საქართველოს მოქალაქემ დაკარგა სიცოცხლე და ამ დროს რა ხდება ქვეყანაში!
- ხელისუფლების რეაქცია - 0
- ოპოზიციის რეაქცია - 0
- ხალხის უმრავლესობის რეაქცია - 0
- ყველა არის გახლეჩილი, სად არის ერთობა?
- ამას ჰქვია სამოქალაქო ომი
- დიახ, საქართველოში დაიწყო კოვიდის მე-5 ტალღა და დაიწყო სამოქალაქო ომი
- კიდევ თუ არის საღი აზრი დარჩენილი სადმე, გთხოვთ, დაფიქრდეთ
- მართლა არ მინდა 2021 წლის დეკემბერი იყოს საქართველოს განადგურების თვე, ჯერ კიდევ გვაქვს საშუალება, რომ მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება
- მე არ ვარ პოლიტიკოსი, მაგრამ პოლიტიკა იჭრება ჯანდაცვაში… გთხოვთ, #1 პრიორიტეტად ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა დავსახოთ და ყველა სხვა საკითხი გადავიტანოთ მე-2 ადგილას

- გავხადოთ ჯანდაცვა აპოლიტიკური მივიღოთ აპოლიტიკური გადაწყვეტილებები ჯანდაცვაში
მცირე შანსი კიდევ გვაქვს, არ გავუშვათ ეს შანსი ….
- გადავიდეთ ერთ ყველაზე ეფექტურ ვაქცინაზე მსოფლიოში და ავცრათ მოსახლეობის 90%
- გამოვიყენოთ მხოლოდ სამედიცინო პირბადე ყველგან
- დავიცვათ დისტანცია
არაპროფესიონალიზმი კლავს", - წერს გიორგი ფხაკაძე


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა