ბიძინა ივანიშვილმა Credit Suisse-ს სასამართლო დავა მოუგო
"ქართული ოცნების" დამფუძნებელმა, ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა Credit Suisse Group AG-ს ბერმუდის უზენაეს სასამართლოში მიმდინარე დავა მოუგო.
ბანკმა ქართველ მილიარდერსა და მის კომუნიკაციების მრჩეველს უჩივლა იმის გამო, რომ მათ გადაწყვიტეს გამოაქვეყნებინათ შვეიცარიის საბანკო რეგულატორის ანგარიშის ასლი, რომელიც ბანკის მტკიცებით, ფინანსურ საიდუმლოებას შეიცავდა.
ბერმუდის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ შვეიცარიულ ბანკს არ გააჩნდა საფუძველი, არ გამოექვეყნებინა PricewaterhouseCoopers-ისა და შვეიცარიის საბანკო მარეგულირებლის დასკვნები პატრის ლესკოდრონის დანაშაულებთან დაკავშირებით, იმის გათვალისწინებით, რომ ისინი აქტუალურია სასამართლო პროცესისთვის.
„ბანკს აქვს პირდაპირი ეკონომიკური ინტერესი ამ პროცესის შედეგზე და ნათლად ჩანს, რომ ის აკონტროლებს გამოძიების პროცესს და სამართალწარმოებას“,- აღნიშნულია 30 სექტემბერს სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მთავარი მოსამართლის, ნარინდერ ჰარგუნის გადაწყვეტილებაში.
თავის მხრივ, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და პარტია "ქართული ოცნების" დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა, რომლის ქონებაც $6 მილიარდს აღემატება, Credit Suisse-ს ოთხი წლის წინ უჩივლა. მან ბანკის დაზღვევის პროდუქტებში $755 მილიონის მოცულობის დეპოზიტი განათავსა. 2015 წელს ივანიშვილმა აღმოაჩინა, რომ სადაზღვევო სქემიდან პატრიკ ლესკადრონის მიერ განხორციელებული თაღლითურ ოპერაციების გამო, $400 მილიონი გაქრა.
როდესაც 2015 წელს ლესკადრონის თაღლითობა გამოაშკარავდა, Credit Suisse-მა საქმის გამოძიება PwC-ს დაავალა.
თებერვალში, Metigen-მა csvictims.com-ზე გამოაქვეყნა 2017 წლის კრიტიკული ანგარიშის ასლი, იმის მიუხედავად, რომ Credit Suisse-მა შვეიცარიის სასამართლოს გადაწყვეტილება მიიღო, დოკუმენტის კონფიდენციალურობის თაობაზე.
ივანიშვილის და მისი მრჩევლის წინააღმდეგ Credit Suisse-მა სარჩელი ბრიტანულ სასამართლოში აპრილში შეიტანა.
Bloomberg-ის ინფორმაციით, საქმეზე სასამართლო პროცესი ჰამილტონის კომერციულ სასამართლოში 15 ნოემბერს დაიწყება და ხუთი კვირა გაგრძელდება.
წყარო: Bloomberg, "ბიზნეს ფორმულა"