" რომ არ ამოვწყდეთ" - რა ინფორმაციას ავრცელებს გიორგი ფხაკაძე
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე კორონავირუსის საწინააღმდეგოდ პირბადის სწორად გამოყენების ფოტოინსტრუქციას სოციალურ ქსელში აქვეყნებს:
"სამედიცინო ნიღბის სწორი ტარება, რომ არ ამოვწყდეთ!", - წერს ფხაკაძე ფეისბუქზე.
ცნობისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში, კოვიდინფიცირების 4 563 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 77 ადამიანი, ხოლო 4 744 პირი გამოჯანმრთელდა.