თეგებით ძიება
12. 11. 2021 COVID - 19

სავალდებულო ვაქცინაციაზე საუბარი ჯერჯერობით შეწყდა - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სავალდებულო ვაქცინაციაზე საუბარი შეწყდა.

„ახლა გადაწყვეტილებები იქნა მიღებული ვაქცინაციის სტიმულირებასთან დაკავშირებით – ესაა მწვანე პასპორტი, რომელიც ირიბი მანდატორიზმის ერთ-ერთი მექანიზმია. სრული მანდატორიზმი ბოლო გასროლა არის ხოლმე ამ დროს. ამიტომ ამაზე ჯერჯერობით საუბარი შეწყდა“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა