თეგებით ძიება

ფასები ასტრონომიულად არის გაზრდილი, რაც ტვირთად აწვება მოსახლეობასა და ეკონომიკას – ირაკლი კოვზანაძე

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, ფასები არის ასტრონომიულად გაზრდილი, რაც მძიმე ტვირთად აწვება როგორც მოსახლეობას, ასევე საქართველოს ეკონომიკას.

„გახსოვთ, რომ გასული წლის დეკემბერიდან მე ამ საფრთხეზე ვსაუბრობდი, ფასების ზრდის რისკზე მუდმივად ვსაუბრობდი, ვპროგნოზირებდი. დღეს ეს პროგნოზი სამწუხაროდ რეალობად ახდა. ფასები არის ასტრონომიულად გაზრდილი ქვეყანაში და მძიმე ტვირთად აწვება როგორც მოსახლეობას, თითოეულ ჩვენგანს, ასევე საქართველოს ეკონომიკას. საჭიროა და აუცილებელია მეტი კოორდინაცია, უფრო მკვეთრი, ხისტი და დროული გადაწყვეტილებები მონეტარული ხელისუფლების მხრიდან და ინფლაცია უნდა დაითრგუნოს. ეს აუცილებელია. ვფიქრობ, რომ დღეს ჩვენს წინაშე ორი მთავარი გამოწვევაა – კოვიდი და ინფლაცია. როგორ გავუმკლავდებით ამ ორ პრობლემას, ამაზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის, საზოგადოების და ჩვენი ეკონომიკის მომავალი, უახლოესი წლების განმავლობაში“, – განაცხადა კოვზანაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა