თეგებით ძიება
12. 11. 2021 COVID - 19

"ლოკდაუნი" არავაქცინირებულებისთვის - ახალი შეზღუდვები ანტივაქსერების წინააღმდეგ

ანტივაქსერებს სახლში გამოკეტავენ - კოვორავირუსის შემთხვევების რეკორდული ზრდის გამო, შესაძლოა, ავსტრიაში ახალი შეზღუდვები შემოიღონ.

ზემო ავსტრიის პროვინციაში შეზღუდვები, შესაძლოა, კვირა დღიდან ამოქმედდეს, თუ ფედერალური მთავრობა შესაბამის გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს.

კანცლერ ალექსანდრ შალენბერგის ვარაუდით, არავაქცინირებული ადამიანებისთვის ქვეყნის მასშტაბით "ლოქდაუნის" გამოცხადება "ალბათ გარდაუვალია".
მისი თქმით, მოსახლეობის ორი მესამედი არ უნდა ზარალდებოდეს მოყოყმანე ადამიანების გამო.

პროვინცია ზემო ავსტრია, რომელიც გერმანიასა და ჩეხეთს ესაზღვრება და რომლის პოპულაცია 1.5 მილიონს შეადგენს, ქვეყნის მასშტაბით ინფიცირებულთა და არავაქცინირებულთა რაოდენობით ლიდერობს. ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთლიანობაში, ქვეყანაში კოვიდინფიცირების 11,975 შემთხვევა დადასტურდა, რაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ავსტრიისთვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

აღსანიშნავია, რომ არავაქცინირებულებისთვის უკვე მოქმედებს შეზღუდვები. კერძოდ, მათ არ შეუძლიათ კინოში, რესტორნებში, სათხილამური კურორტებსა და სალონებში სიარული. მაგრამ ახალი რეგულაციების თანახმად, ზემო ავსტრიაში ანტივაქსერებს სახლიდან გამოსვლაც აეკრძალებათ გარდა სასიცხლოდ საჭირო ქმედებისა, როგორიცაა სამსახურში სიარული, სურსათის ყიდვა თუ ვარჯიში.

თუ ინფიცირებლთა სტატისტიკური მაჩვენებელი არ შემცირდება, ანტივაქცერებისთვის „ლოქდაუნის“ გამოცხადება ქვეყნის სხვა პროვინციებშიც მოხდება.

შეგახსენებთ, კოვიდპანდემიიდან დღემდე, ავსტრიაში კორონავირუსის 934,948 შემთხვევა არის დადასტურებული, აქედან 11,641 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანა კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობით, მსოფლიოში 42-ე ადგილზეა.

წყარო - BBC


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა