თეგებით ძიება
13. 11. 2021 COVID - 19

1 753 თბილისი, 810 იმერეთი - ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 56 018 კვლევა ტესტით, მათ შორის 32 330 კვლევა ანტიგენის ტესტით და 23 688 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 12 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8,15%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 10,01% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9,77%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 565 ახალი შემთხვევის განაწილება რეგიონების მიხედვით ასეთია:

- თბილისი - 1 753

- აჭარა - 151

- იმერეთი - 810

- ქვემო ქართლი - 330

- შიდა ქართლი - 355

- გურია - 104

- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 413

- კახეთი - 318

- მცხეთა-მთიანეთი - 146

- სამცხე-ჯავახეთი - 138

- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 47

ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 58 366, საიდანაც 6 755 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.

მძიმე პაციენტია 1 643 პირი, რომელთაგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 371.

1 295 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, ხოლო 50 316 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 12 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 272 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 49 936 ადამიანი, ხოლო საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 49 ადამიანი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა