თეგებით ძიება
13. 11. 2021 COVID - 19

,,ასეთი ადამიანების დაკარგვის უფლება არ გვაქვს!” – ადვოკატი ალექსი რუსია კოვიდით გარდაიცვალა

სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება, რომ ცნობილი ადვოკატი, ალექსი რუსია კოვიდით გარდაიცვალა.

,,დღევანდელ 77 გარდაცვლილში ერთი ისეთი ახალგაზრდა, კეთილი და ჭკვიანი ადამიანი მოხვდა, რომ ვერ ვიჯერებ. ვერ ვხარშავ. ასეთი ადამიანების დაკარგვის უფლება არ გვაქვს”, ,,მშვიდობით, რასმუს. უკარგესო ადამიანო. პატივცემულო, როგორც შენ მომვართავდი ყოველთვის. ზოჯერ ღმერთიც უსამართლოა ან იძინებს. მადლობა, რომ იყავი ასეთი. ვინც გიცნობდით, ვერ დაგივიწყებთ” – წერენ სოციალურ ქსელში.
ადვოკატი იმედა დვალიძე წერს:

,,სასამართლოში მოწინააღმდეგე მხარეებს წარმოვადგენდით. იმთავითვე მიიქცია ჩემი ყურადღება. შუა ზაფხული იყო და მოსამართლემ სხდომა 10 დეკემბრისთვის გადადო. ამ ჩემმა საპროცესო მოწინააღმდეგემ – მაგ დღეს არ მცალიაო. გამეღიმა. იმავე დღეს ფეისბუქზე დავწერე და რეიგანის ის ცნობილი ანეკდოტიც გავიხსენე, საბჭოთა მოქალაქე მანქანას რომ ყიდულობს და ფულის გადახდის შემდეგ ეუბნებიან, 10 წლის შემდეგ დილით მობრძანდით მანქანის წასაყვანადო. ეს კი ეუბნება, მაგ დროს არ მცალია, სანტექნიკი უნდა მოვიდესო.

არ ვიცი, როგორ მომძებნა ან რა გზით შენიშნა ეს ჩემი პოსტი, დამიკომენტარა, რა ვქნა, ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, მოსამართლის გრაფიკზე არანაკლებ დატვირთული გრაფიკი მაქვს და სწორედ 10 დეკემბერს მაქვს რამდენიმე პროცესი უკვე ჩანიშნულიო.
ფეისბუქზე დავმეგობრდით და ამ გზით რამდენადაც შესაძლებელია, ახლოს გავიცანი. უაღრესად წიგნიერი, ხალასი და კეთილშობილი კაცი აღმოჩნდა. ერთი სიამოვნება იყო ჩემთვის მისი იუმორნარევი, პატარ-პატარა თუ ცოტა ვრცელი პოსტების კითხვა. ბოლოს ასე 2 კვირის წინ გადავეყარე, ისევ სასამართლოში. სიკეთეს ასხივებდა, როგორც ყოველთვის. დღეს გავიგე, რომ კოვიდით გარდაცვლილა.

განა ურთიერთობის რა ისტორია ჩვენ გვქონდა, მაგრამ უსაშველოდ მეტკინა გული. მომინდა ეს დამეწერა. ვინც ჩემზე ახლოს იცნობდით და მეგობრობდით, მასზე მე რა უნდა გითხრათ და ვინც არ იცნობდით, უბრალოდ გაგიზიარეთ ჩემი გულწრფელი წუხილი. მოცალეობისას გადახედეთ მის პოსტებს”.

sarke


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა