თეგებით ძიება
13. 11. 2021 COVID - 19

ბოლო 3 დღის განმავლობაში ვაქცინირებული ადამიანების დინამიკა არის დადებითი - ივანე ჩხაიძე

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ „მწვანე პასპორტებზე“ ისაუბრა.

„არ არსებობს არცერთი ქვეყანა, რომელმაც დაიწყო „მწვანე პასპორტების“ სისტემის ამუშავება და არ მიიღო დადებითი შედეგი. ჯერჯერობით საქართველოზე ალბათ ძალიან რთულია კომენტარის გაკეთება, მაგრამ, თუ დააკვირდებით, ბოლო 3 დღის განმავლობაში ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობას დინამიკა არის დადებითი. ჩვენ 1 200 ვაქცინირებულიდან დავიწყეთ 5 დღის წინ და დღეს ეს მაჩვენებელი 7 000-ზე მეტია, ყოველდღიურად მზარდი რაოდენობაა. ეს არ შეიძლება იყოს შემთხვევითი. დარწმუნებული ვართ, რომ ამაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სწორედ „მწვანე პასპორტების“ სისტემის შემოღებამ“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა