თეგებით ძიება
14. 11. 2021 COVID - 19

"ასეთი ექიმების ხელში პაციენტები იღუპებიან... არაპროფესიონალიზმი კლავს!" - გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე განათლებისა და პროფესიონალიზმის მნიშვნელობაზე სოციალურ ქსელში წერს:

"სამხრეთ აფრიკაში, სტელენბოსის უნივერსიტეტის (Stellenbosch University) შესასვლელში გამოკრულ აბრაზე არის შემდეგი წარწერა:
„ნებისმიერი ერის გასანადგურებლად არ არის საჭირო ატომური ბომბის ან შორეული რადიუსის რაკეტების გამოყენება, ამისთვის საჭიროა განათლების ხარისხის შემცირება და თვალის დახუჭვა, როდესაც მოსწავლე გამოცდაზე იტყუება -
ასეთი ექიმების ხელში პაციენტები იღუპებიან,
ასეთი ინჟინრების ხელში შენობები ინგრევა ,
ასეთი ეკონომისტებისა და ბუღალტრების ხელში იკარგება ფული,
ასეთი მოსამართლეებისა და იურისტების ხელში იკარგება სამართალი .
‼ განათლების კრახი -ერის კრახია“‼
არაპროფესიონალიზმი კლავს!", - წერს ფხაკაძე სოციალურ ქსელში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა