თეგებით ძიება
14. 11. 2021 COVID - 19

რა კავშირშია რუსული ოკუპაცია და კოვიდტრაგედია საქართველოში? - გიორგი ფხაკაძე ანტივაქსერებს ამხელს

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტის, პროფესორ გიორგი ფხაკაძის განმარტებით, საქართველოს ანტივაქსერული მოძრაობა არის რუსული საოკუპაციო ძალების მხარდაჭერილი, რათა დაასუსტოს საქართველოს სახელმწიფოებრიობა.

"2021 წლის ნოემბრის კოვიდ-19-ით გარდაცვალების ქრონიკა…
საქართველოში - საქართველოს 928 მოქალაქემ დაკარგა სიცოცხლე მხოლოდ 14 დღეში!
8 ნოემბერს გადავლახეთ ფსიქოლოგიური ბარიერი და 70-ზე მეტი ადამიანის კოვიდით გარდაცვალება დაფიქსირდა!
დღეს, 14 ნოემბერს, გადავლახეთ კიდევ ერთი ფსიქოლოგიური ბარიერი, დღეში 80-ზე მეტი გარდაიცვალა!
რამდენი ფსიქოლოგიური ბარიერი უნდა გადავლახოთ? !
კოვიდი კლავს! რუსული ოკუპაცია კლავს!
14 ნოემბერი - 81
13 ნოემბერი - 78
12 ნოემბერი - 77
11 ნოემბერი - 77
10 ნოემბერი - 78
9 ნოემბერი - 75
8 ნოემბეტი - 74
7 ნოემბერი - 67
6 ნოემბეტი - 66
5 ნოემბეტი - 62
4 ნოემბერი - 53
3 ნოემბერი - 49
2 ნოემბერი - 47
1 ნოემბერი - 44
საქართველოში ანტივაქსერული მოძრაობა არის მხარდაჭერილი პირდაპირ რუსეთის ოკუპაციური ძალების მიერ!
არ გჯერათ?! ნახეთ, რა საიტებს/ვიდეოებს/სურათებს აზიარებენ - 95% არის რუსულ ენაზე/რუსული თარგმანით და რუსული საიტებიდან « .ru ».
ქართველი ანტივაქსერი “ბლოგერები” აჟღერებენ უშუალოდ რუსულ პროპაგანდას და რასაც ისინი თავის ფაისბუკ გვერდზე “შეწუხებული სახეებით” საუბრობენ, იმავეს საუბრობენ რუსული სამთავრობო არხები!
ამაზე მეტი მტკიცებულება - რა ვიცი …. ისე, არ გებადებათ კითხვა, საიდან “უმუშევარ” ბლოგერს ამდენი დრო და მაღალხარისხიანი აპარატურა, რომ ისაუბროს “სიმართლეზე”?! ალბათ, ბებო მარო ხულოდან უგზავნის ყიველთვიურად მათ დასახმარებლად ფინანსებს...
საქართველოს ანტივაქსერული მოძრაობა არის რუსული ოკუპაციური ძალების მხარდაჭერილი, რათა დაასუსტოს საქართველოს სახელმწიფოებრიობა!
ერთადერთი გზა, რომ ქვეყანა გაუმკლავდეს ამ ვერაგ ვირუსს, არის შემდეგი:

ვაქცინაცია ერთი ტიპის ვაქცინით (ფაიზერ-ბიონტეკი, ისე რუსებს ეს ვაქცინა არ აქვთ და გაგიჟებულები არიან, რომ უარი თქვეს თავის დროზე ამ ვაქცინაზე. ახლა კი 1250-მდე ადამიანს კარგავენ კოვიდით დღეში, ისიც “ოფიციალურად”)!
სამედიცინო პირბადის გამოყენება ყველგან თან სწორი ტარება, რომ არ ამოვწყდეთ!
სოციალური დისტანციის დაცვა!
არ ჩავაკეტინოთ ქვეყანა!
არაპროფესიონალიზმი კლავს!", - წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა