თეგებით ძიება

"ნუ ჩაუსახავთ ცრუ იმედებს შემზარავი დანაშაულის ჩადენაში მხილებულ შვილებს" - ნიკოს დედა ბრალდებულთა მშობლებს მიმართავს და ადვოკატების ჩამოცილებას სთხოვს

თბილისში მოკლული ნიკო კვარაცხელაის დედის, იზა ომაძის ემოციური მიმართვა ვრცელდება, სადაც ის მკვლელობაში ბრალდებულების მშობლებს მიმართვს და აყვანილი ადვოკატების ჩამოცილებას სთხოვს.

"არცერთი მშობელი არ უნდა მოესწროს შვილის სიკვდილს მითუმეტეს უდანაშაულო შვილის სასტიკ მკვლელობას ! ჯერ ჩვენ უნდა მივდიოდეთ და მერე ჩვენი შვილები! საჯარო განცხადებების კეთება არ არის ჩვენთვის სასიამოვნო პროცესი, თუმცა წარმოუდგენელი ტკივილია როდესაც ხვდები რომ ბრალდებულთა ადვოკატები არ ჩაუღრმავდნენ მომხდარს, აუხსნელი დანაშაულის სიმძიმეს და საკმაოდ უკადრისი ხერხებით ცდილობენ მართლმსაჯულების პროცესის სანახაობად ქცევას. ამდენად, მივმართავთ ალეკო ჭელიძისა და გიორგი კაველაძის მშობლებს, კიდევ იმ ოჯახებს და მათ შვილებს ვინც ჩართული იყო მკვლელების სტუმარ- მასპინძლობის და მკვლელობის დაგეგმვის ხელშეწყობის პროცესში - და კიდევ ერთხელ გთხოვთ -ქმედითად გამოხატოთ თქვენი ადამიანური პოზიცია და ჩამოაცილოთ საქმეს თქვენს მიერ აყვანილი ადვოკატები! ნუ ჩაუსახავთ ცრუ იმედებს შემზარავი დანაშაულის ჩადენაში მხილებულ შვილებს. თუ ნამდვილად გიყვართ ისინი, - მიეცით მათ საკუთარ თავთან მარტო დარჩენისა და გულწრფელი სინანულის საშუალება. “ძალიან მძიმე სანახავია თავაწეული მკვლელი პროცესზე”….

შეგახსენებთ, რომ თბილისში 15 სექტემბერს "კრიმინალური ავტორიტეტის" გია კვარაცხელიას შვილი, პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელი, 22 წლის ნიკო კვარაცხელია ჩაცხრილეს. მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ მოახერხეს. ნიკო კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ბრალდებით,სამართალდამცველებმა გიორგი კავილაძე და აკო ჭელიძე დააკავეს.



თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა