დაავადებათა კონტროლის ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის განახლებულ სტატისტიკას აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, ქვეყანაში მოზრდილი მოსახლეობის თითქმის 34 პროცენტი სრულად არის აცრილი.
- 15 ნოემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 2 048 393 აცრა.
- სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 075 731 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 37.9 %.
- სრულად ვაქცინირებულია 966 790 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 33.9%.
-14 ნოემბერს აიცრა 1 874 ადამიანი.