თეგებით ძიება

შატილში მომხდარ ავარიის საქმეზე traveler.ge-ს ხელმძღვანელს 3 წელი მიუსაჯეს

შატილის ტრაგედიასთან დაკავშირებით, რა დროსაც 17 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, დღეს დასკვნითი სასამართლო სხდომა გაიმართა.

სასამართლომ ტურისტული კომპანია traveler.ge-ს ხელმძღვანელი შალვა ბოლოთაშვილი დამნაშავედ ცნო და მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ამასთან, 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა გოჩა გოგილაშვილს, რომელიც იმ მიკროავტობუსის მფლობელი იყო, რითაც ტურის მონაწილეები გადაადგილდებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა 2020 წლის 23 აგვისტოს, დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბისოს სიახლოვეს, შატილის გზაზე მოხდა. სამგზავრო მიკროავტობუსი, დაახლოებით, 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. 17 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, 3 კი მძიმედ დაშავდა. 3 დაშავებულიდან 2 მოგვიანებით გარდაიცვალა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა