თეგებით ძიება

ხელოვნურად თუ ხდება გზის გადაკეტვა, პოლიციას აქვს უფლება, კანონის შესაბამისად იმოქმედოს – ალექსანდრე დარახველიძე

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე ოპოზიციის აქციებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, შეკრებასა და მანიფესტაციაში მონაწილეობის უფლება ყველას აქვს, თუმცა კანონი არ უნდა დაირღვეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება ყველამ კარგად იცის, რომ გზის გადაკეტვას და ტრანსპორტისთვის განზრახ დაბრკოლებების შექმნას ხელოვნურად გეგმავენ. თუ აქციის მონაწილეები კანონის მოთხოვნებს არღვევენ, პოლიციას აქვს უფლებამოსილება, შესაბამისი მექანიზმები გამოიყენოს და სწორედ ამის თაობაზე იყო საუბარი, როცა შსს-მ განცხადება გაავრცელა. იმ შემთხვევაში, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ კანონს არ დაარღვევს, შეკრებისა და მანიფესტაციის დაშვებულ ფარგლებს არ გასცდება, რაც არის განსაზღვრული კანონით, ბუნებრივია, მათ ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა პირს, აქვთ უფლება შეკრებასა და მანიფესტაციაში მონაწილეობის. კანონში პირდაპირ ჩაწერილია, რომ თუ გზის გადაკვეტა ხელოვნურად ხდება და განზრახ დაბრკოლებების შექმნა, ასევე გამოყენებულია ავტომობილები და სხვა საშუალებები გზის ჩახერგვისთვის, პოლიციას აქვს უფლება, კანონის შესაბამისად იმოქმედოს. ეს არის პირდაპირ კანონში განსაზღვრული, რომელიც ჯერ კიდევ 2011 წელს არის მიღებული“, – განაცხადა დარახველიძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა