ლარი გაუფასურდა - ვალუტის კურსი
სებმა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 15 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.1550 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1493 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით -0.57 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.6131 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6044 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.87 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.3157 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 4.2334 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 16 ნოემბრიდან შევა ძალაში.