თეგებით ძიება

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა - ადვოკატი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მადგომარეობა გაუარესდა. როგორც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, დიტო საძაგლიშვილი აცხადებს, ექსპრეზიდენტი სუსტადაა და მან დღის განმავლობაში საწოლიდან წამოდგომა ვერ შეძლო.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი კონსილიუმთან შეხვედრას მოითხოვს.

"პირველ რიგში, შევეხებით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, რომელიც გაუარესებულია. ის არის ძალიან სუსტად, აწუხებს დაბალი წნევა. დღეს რამდენჯერმე იყვნენ მასთან ოთახში, იმ მიზეზით, რომ ის ვერ ახერხებდა ლოგინიდან წამოდგომას და იქ მყოფი პირები დაინტერესდნენ, თუ რაში იყო საქმე.

დღესაც არ მომხდარა კონსილიუმის ვიზიტი პენიტენციურ დაწესებულებაში და მიხეილ სააკაშვილი მოითხოვს კონსილიუმთან შეხვედრას, ასევე პარიტეტის საფუძველზე დაკომპლექტებული კონსილიუმის დაშვებას მასთან, თუმცა ხელისუფლების მიერ შექმნილი კონსილიუმის შემადგენლობის შესვლაც, არის მისი მოთხოვნა",- განაცხადა დიტო საძაგლიშვილმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. მიხეილ სააკაშვილი დაპატიმრების დღიდან შიმშილობს. ის თავდაპირველად რუსთავის #12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს,თუმცა, მოგვიანებით, ექსპრეზიდენტი ნების საწინააღმდეგოდ გლდანის ციხის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. თავად სააკაშვილი და საზოგადოების ნაწილი სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას მოითხოვენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა