დაუდასტურდა თუ არა სააკაშვილს კორონავირუსი? - პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს
სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
"საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, გაცნობებთ, რომ მსჯავრდებულ მ. სააკაშვილის ჩატარებული PCR ტესტის შედეგად კოვიდ-19 არ დაუდასტურდა.
ინფორმაციისთვის, მ. სააკაშვილს, პრევენციის მიზნით ,PCR ტესტირება დღეს, 15 ნოემბერს ჩაუტარდა და პასუხი უარყოფითია", - აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. მიხეილ სააკაშვილი დაპატიმრების დღიდან შიმშილობს. ის თავდაპირველად რუსთავის #12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს,თუმცა, მოგვიანებით, ექსპრეზიდენტი ნების საწინააღმდეგოდ გლდანის ციხის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. თავად სააკაშვილი და საზოგადოების ნაწილი სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას მოითხოვენ.