თეგებით ძიება
16. 11. 2021 COVID - 19

ვირუსის გავრცელებას ხელს უწყობს მიმდინარე აქციები - თამარ გაბუნია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განაცხადებით, ქვეყანაში ეპიდვითარება გაუარესებულია, რაც გარკვეულწილად მობილობის გაზრდას უკავშირდება.

„სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაიკლებს, თუ დაიკლებს ინფიცირების მაჩვენებელი. დღეს მთავარი ისევ არის, რომ როგორღაც მოვახერხოთ ვირუსის გავრცელების შეკავება. ეპიდემიის ამგვარი მაღალი გავრცელების ხელშემწყობი ბუნებრივია, არის მობილობის ძალიან მაღალი მაჩვენებელი. თუნდაც მიმდინარე აქციები. ყველას გვესმის, რომ ეს რა თქმა უნდა, ხელს უწყობს ვირუსის გავრცელებას. ძალან საყურადღებოა, რომ დღევანდელ პირობებში ამ მიმართულებებითაც ვიფიქროთ. ბუნებრივია, უნდა გააქტიურდეს ვაქცინაციის პროგრამა“, – განაცხადა გაბუნიამ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა