თეგებით ძიება

სადაც სააკაშვილია, იქ არის ნგრევა, ომი და უბედურება - ფრიდონ ინჯია

„ევროპული სოციალუსტების“ წევრის, ფრიდონ ინჯიას განცხადებით, კადრებმა, რომელშიც ასახული იყო საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის რეანომობილიდან გადმოყვანა, აჩვენა როგორი ადამიანი არ უნდა აირჩიოს ხალხმა საქართველოს პრეზიდენტად.

როგორც ინჯიამ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილს მოუწევს იჯდეს ციხეში სულ მცირე ექვსი წელი.

„სადაც სააკაშვილია, იქ არის ნგრევა, ომი და უბედურება. მოუწევს მას იჯდეს ციხეში სულ მცირე ექვსი წელი, რადგან მას არავინ არ მიიღებს, ის მიუღებელია ყველა ქვეყნისთვის, სადაც ის არის, იქ ნგრევაა. დაინგრა საქართველოში პირველ რიგში განათლება, დავშორდით აფხაზ ძმებს, ჩაბარდა და გაიყიდა საქართველოს მიწები, ზურგი ვაქციეთ ერთ მილიონ ქართველს რუსეთში, ქვეყანა დანგრევის პირას მიიყვანა. იგივე გაკეთდა უკრაინაში, რომ არა მისი სპეცრაზმელები, ის მაიდანი იმ სახით, როგორიც იყო ტყუპისცალი ე.წ. ვარდების რევოლუციის, შეიძლება, არ მომხდარიყო უკრაინაში და ის დაპირისპირება, რაც არის ახლა უკრაინაში, ის ომი, გარკვეულწილად სააკაშვილის დამსახურებაა, რომელიც იყო პორტირებული აქედან უკრაინაში. ის სჭირდებოდათ აზიის ქვეყნებში, მაგრამ არ გამოუვიდათ. რაც ნიშნავს იყო ოპოზიციონერი, ოპოზიციონერი ჩვენი გაგებით, ნიშნავს ის, რაც მიუღებლად თვლი შენ და არ არის მისაღები, იქ შენი პოზიცია უნდა დააფიქსირო. ნახევარი კანონები და გადაწყვეტილებები პარლამენტში ჩვენს პარტიას და ჩვენს პოლიტიკურ ჯგუფს ხმა არ მიუცია, რადგან მივიჩნევთ, რომ ის არ იყო იმ დონის, რა დონეც სჭირდება დღეს ქვეყანას. მიუხედავად ამისა, იმედის მომცემია ოცნების ხელისუფლების ის ბოლო განცხადებები, რაც გააკეთეს მათ. ამ ვითარებიდან გამომდინარე, მიგვაჩნია საქმე ბოლომდე რომ მივიდეს, კარგი იქნებოდა, რომ მიეღო გადაწყვეტილება ოცნებას და 2008 წლის მოვლენები დაეწყო გამოკვლევა, გამოძიება, აი, მაშინ ყველაფერი თავის ადგილს ნახავს, ყველა თავის ადგილს იპოვის, ის, ვინც დამნაშავე იყო ამ პროცესში“, – განაცხადა ინჯიამ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა