თეგებით ძიება

ვის გაეზრდება ხელფასი და სოციალური დახმარება 2022 წლიდან

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის თქმით მუნიციპალიტეტების დაფინანსებით სკოლამდელ განათლებაზე მიიმართება 380 000 000 ლარზე მეტი, რომლის ფარგლებშიც, საბავშვო ბაღების პერსონალის ხელფასები 100 ლარით გაიზრდება.

„ზოგადი განათლების დაფინანსება შეადგენს 1 360 000 000 ლარს. გამოყოფილი თანხის ფარგლებში, გათვალისწინებულია: საჯარო სკოლებში სტატუსის მქონე მასწავლებელთა დანამატის ზრდა 100 ლარით, საჯარო სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასების 10%-იანი ზრდა, სკოლის მანდატურების ხელფასების ზრდა 100 ლარით, სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციასა და აღჭურვაზე მიიმართება - 160,8 მლნ ლარი, პროფესიული განათლების დასაფინანსებლად გამოყოფილია 119 მილიონი ლარი, მათ შორის პროფესიული კოლეჯების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე მიიმართება 46 მილიონ ლარზე მეტი, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების დაფინანსება შეადგენს 232 მილიონ ლარს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა