მიხეილ სააკაშვილი ძალიან ცუდადაა - ნიკა გვარამია
საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, ნიკა გვარამიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია დსა ის ძალიან ცუდად არის.
როგოეც ექსპრეზიდენტის მონახულების სემდეგ გვარამიამ განაცხადა, სააკაშვილი ვერ დგას წესიერად ფეხზე.
"უკვე ზედმეტად მიმაჩნია ჩემის მხრიდან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბარი. ერთადერთი შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი ფერის, მიხეილ სააკაშვილი, რამდენიმე დღის წინ რომ ვიყავი შესული, არ იყო, ასე სუსტადაც არ იყო, ადამიანი შემოვიდა კედელ-კედელ ასე ვთქვათ და რეალურად, ვერ დგას წესიერად ფეხზე. უკვე მგონია, რომ რამდენად სწორია რომ ჩამოყავთ, არ ვიცი, მე თვითონაც უხერხულად ვგრძნობ თავს იმიტომ რომ ჩემ გამო უნდა ჩამოვიდეს.
რა საქმეც არ უნდა იყოს, ადამიანს არ აქვს კარგი შესაძლებლობა კი არა, პრაქტიკულად აღარ აქვს, რომ გადაადგილდეს. რამდენჯერმე ადგა ფეხზე და თავბრუ კი არ ეხვევა, ჩანს, რომ ქანაობს ადამიანი და ვერ იკავებს თავს. ვთხოვე, რომ დამჯდარიყო. მიხეილ სააკაშვილი ცუდად არაა, მიხეილ სააკაშვილი ძალიან ცუდადაა. ჩემი შეფასებით, კიდევ ერთხელ ვამბობ, მე ექიმი არ ვარ, მაგრამ სამწუხაროა, რომ ჩემი შეფასებების და იქ შემსვლელი ადვოკატების თუ პირების ამარაა დარჩენილი... მე ვფიქრობ, რომ უკუთვლა არის უკვე ჩართული და ამკაცის მდგომარეობა, არ ვიცი..., - აცხადებს ნიკა გვარამია.