თეგებით ძიება

"რაც მიშა საქართველოში ჩამოვიდა, საფეხბურთო ნაკრები ყველა თამაშს იგებს! სხვას არ ვიცი, რას დავაბრალო"

ასტროლოგი, რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში საქართველოს საფეხბურთო ნაკრებების გამარჯვებას ეხმაურება და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან ავლებს პარალელებს.

"რაც მიშა საქართველოში ჩამოვიდა, საქართველოს საფეხბურთო ყველა ასაკობრივი ნაკრები ყველა თამაშს იგებს!
სხვას არ ვიცი, რას დავაბრალო.
ეს წუთია 21 წლამდე საქართველოს ნაკრებმა ინგლისს 3:2 მოუგო. წარმოიდგინეთ რა. ინგლისს.
თან ბოლო წუთებამდე 3:0 უგებდა", - წერს რამაზ გიგაური.

ცნობისთვის, დღეს საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ინგლისი დაამარცხა, ხოლო რამდენიმე დღის წინ, ძირითადმა ნაკრებმა - შვედეთი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა