თეგებით ძიება

პარლამენტის პირველ სხდომაზე ელჩები მოწვეულები არ არიან - შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე დიპლომატიური კორპუსი მოწვეული არ არის.

მისი თქმით, ეს შიდასახელმწიფოებრივი საკითხია და "უცხოელების არასწორი გავლენის მინიმიზების მიზნით" ისინი მოწვეულნი არ არიან.

"მე მოწვევები უკვე დავაგზავნე გუშინწინ. პარლამენტის პირველ სხდომაზე მოწვეულები არიან მთავრობის წევრები და კონსტიტუციური ორგანოს წარმომადგენლები.

რაც შეეხება ელჩებს, ისინი მოწვეული არ არიან პირველ სხდომაზე, ვინაიდან ეს გახლავთ ჩვენი შიდა სახელმწიფოებრივი საკითხი, რაც ეხება არჩევნებს და პარლამენტის პირველ სხდომას, მათ შორის, უცხოელების არასწორი გავლენის მინიმიზების მიზნით. მნიშვნელოვანია რომ ელჩების თუ სხვა ქვეყნების ჩართულობა ამ პროცესში აუცილებელი არ არის", — განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, მე-11 მოწვევის პარლამენტი 25 ნოემბერს, საზოგადოების პროტესტის ფონზე შეიკრიბება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა