მომავალ პრეზიდენტზე ერთი რამის თქმა შემიძლია, ეს არის ქართველი პატრიოტი - შალვა პაპუაშვილი
მომავალ პრეზიდენტზე ერთი რამის თქმა შემიძლია, ეს არის ქართველი პატრიოტი, — ამის შესახებ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მან მოქმედი პრეზიდენტიც გააკრიტიკა და თქვა, რომ საკუთარი სამშობლოს და ხალხის წინაშე პასუხისმგებლობა განსაკუთრებით სალომე ზურაბიშვილს აკლია, რომელიც, საბოლოო ჯამში, ვერ შედგა ქართველად.
"მომავალ პრეზიდენტზე ერთი რამის თქმა შემიძლია, ეს არის ქართველი პატრიოტი. როგორც აღმოჩნდა, ეს არის ყველაზე მთავარი კრიტერიუმი. პატრიოტიზმი ეს არ არის მხოლოდ გულში მჯიღის ცემა, ეს არის გააზრება პასუხისმგებლობისა საკუთარი სამშობლოს და საკუთარი ხალხის წინაშე, რომელიც აღმოვაჩინეთ, რომ წინა პრეზიდენტებს აკლდათ, განსაკუთრებით მოქმედს, რომელიც ვერ შედგა ქართველად, საბოლოო ჯამში. ეს არის პრობლემა, რასაც ჩვენ წავაწყდით. ჯერ ჩვენ დავასახელებთ არჩევნების თარიღს და ყველაფერი პროცედურების მიხედვით იქნება და ქართველ ხალხს ეყოლება ღირსეულ პრეზიდენტი. გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ გვაქვს", — განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.