თეგებით ძიება

"უუფლებო პატიმრის შიმშილობა გმირობაა... გარეთ და თავისუფლებაში მყოფის თანაშიმშილობა კი მიმაჩნია უდიდეს შეცდომად" - იაგო ფრანგიშვილი



"ძალიან ხშირად მითქვამს და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორე,
უფრო ნათლად და გასაგებად.
თანაშიმშილობების აქციას პერსპექტივა პრინციპულად არააქვს.
ციხეში მჯდომი შიმშილობს იმიტომ, რომ ხელ-ფეხი აქვს შებორკილი, კაგებეს მეთოდიკით აწამებენ.
მონის მონა რომ აწამებს ადამიანს, ისე ბატონი არ აწამებს.
ამიტომაც,
ასეთ სიტუაციაში ადამიანს მხოლოდ შიმშილობა, ანუ პირის გაღების და ყლაპვის უფლებაღა აქვს და იმაზეც ამბობს უარს.
ეს უმაღლესი და უკიდურესი პროტესტია.
გარეთ და თავისუფლებაში მყოფის თანაშიმშილობა კი მიმაჩნია უდიდეს შეცდომად, არაეფექტურად მხოლოდ კიარა, არამედ უფრო შეგუებად. ხალხი ეგუება ამგვარ პროცესებს.
ერთი ადამიანის და უუფლებო პატიმრის შიმშილობა გმირობაა.
ხელფეხგახსნილი და პარლამენტარი რომ შიმშილობს და აი ეს პროტესტად მიგაჩნია,
ეს თვითდაუძლურებაა და დაკაბალებაა
არასოდეს ვიყავი პარლამენტის არჩევნებში აქტიური მონაწილეობის მომხრე და მით უმეტეს პარლამენტში შესვლის.
ოპოზიციის ფრაქციის გარეშე პარლამენტი იქნებოდა არაკანონიერი.
და რახან შედი,
ახლა გამოსვლა და შიმშილი სისულელეა.
რატომ ტოვებ იმუნიტეტს?
ამ იმუნიტეტის აღება გაიძულა და დაგავალათ ევროპამ.
ახლა უნდა იბრძოლო ამ ბერკეტით,
უნდა აუტალახო ევროგაერთიანების და აშშ და დასავლეთის წარმომადგენლობას კარი და არ უნდა მოასვენო.
პარლამენტარის უფლებაა ყველგან შესვლა და როცა არ დაგრთავენ ნებას, უნდა მიხვიდე არა ბიძინასთან, არამედ იმასთან, ვინც გაიძულა პარლამენტარობა.
გარეთ კი ხალხი იმიტინგებს, შენ რომ ელჩებს არმოასვენებ.
ვითომდა არ იციან ეს?
პრობლემა ისაა, რომ
სულ მალე ყველაფერი გაუფასურდება
შიმშილობაც,
ეს აქა იქა პროტესტიც,
მოვა შობა ახალი წელი,
შეწყვეტეს ის ხალხი შიმშილობას ასე თუ ისე.
თხოვს ან აშშ და ან ევროპა და შეწყვეტენ...
მიშა სააკაშვილის პროტესტიც გაუფასურდება, თუკი მანამ მიაღწია და ეგებ ძალითაც გაუკეთონ კალორიების გადასხმა, აბა ხომ არ მოვკლავთო.
მერე კი მოხდება ისევ და ისევ დასავლეთის შუამავლობით ბიძინას მონებისა და ოპოზიციის შეთანხმება რაღაც ელემენტარულზე,
მოხდება კიდევ ერთხელ ბიძინისტანის გადემოკრატიულების მეიკაპი
და სააკაშვილი გადაინაცვლებს მართლაც და სუფრის მოსაგონრად.
აი აქეთ მიდის ყველაფერი, რაც დღეს საქართველოში ხდება.
გამოსავალი კი ისაა, რომ
პარლამენტარებმა მაქსიმალურად გამოიყენონ მათი ყველა უფლება და მიადგნენ დასავლეთის წარმომადგენლობას,
განაცხადი განაცხადზე ყველა ევროპაამერიკულ ინსტანციაში,
დღეში რამდენჯერმე მოითხოვონ სააკაშვილის ნახვა და ყველა უარზე უნდა იყოს რეაქცია საელჩოებთან.
ან კიდევ,
უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი უბრალოდ გავწირეთ.
უნდა ვაღიაროთ რეალობა და მართლა მომავალზე ვიფიქროთ,
ბოლო ბოლო ადამის მოდგმა ვართ და ვაღიაროთ რომ მსხველპთშეწირვაზე უარს ვერ ვამბობთ,
ჯერჯერობით", - წერს იაგო ფრანგიშვილი ფეისბუქზე.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. მიხეილ სააკაშვილი დაპატიმრების დღიდან შიმშილობს. ის თავდაპირველად რუსთავის #12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს,თუმცა, მოგვიანებით, ექსპრეზიდენტი ნების საწინააღმდეგოდ გლდანის ციხის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. თავად სააკაშვილი და საზოგადოების ნაწილი სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას მოითხოვენ.

მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, 3 ნოემბერს "დროას" ლიდერმა დაიწყო შიმშილობა, მოგვიანებით მას 9 დეპუტატი და გია ბარამიძე შეუერთდა, დღეს შიმშილობას მსოფლიო ბანი, პაატა ბურჭულაძეც დაიწყებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა