თეგებით ძიება

"გვაჩვენებდნენ, როგორი აწყობილი სამედიცინო სამსახური აქვს პენიტენციურ სისტემას. ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო" - მაია ბუწაშვილი

ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი გლდანის ციხის მე-18 სამედიცინო დაწესებულების შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

"დღეს ერთ-ერთ სატელევიზიო არხზე გვაჩვენებდნენ და დეტალურად გვიხსნიდნენ, როგორი აწყობილი სამედიცინო სამსახური აქვს პენიტენციურ სისტემას, მათ შორის თითქოს გამართული ლაბორატორია. ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო, ამაზეა ნათქვამი - თუ მართლა ასეთი გამართული ლაბორატორია აქვს, მაშინ, მაგალითად, C ჰეპატიტის მკურნალობაზე მყოფი პაციენტების სისხლის ნიმუშების ტრანსპორტირება რატომ ხდება სხვა კლინიკების ლაბორატორიებში (მათ შორის ისეთი საბაზისო, სრულიად ელემენტარული კვლევების, როგორიცაა სისხლის საერთო ანალიზი, ღვიძლის ფუნქციები, კრეატინინი და ა.შ.). ეს საჯარო ინფორმაციაა და პენიტენციური სისტემა ლაბორატორიული სერვისების შესყიდვას ოფიციალურად ახდენს. თუ ამ ანალიზების ადგილზე გაკეთების რესურსი მართლაც არსებობს (როგორც ეს დღეს ტელევიზიით გვაჩვენეს), მაშინ რატომ ხდება ამ სერვისების შესყიდვა? რა საჭირო იყო ეს სატელევიზიო შოუ?", - წერს ბუწაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა