კორონავირუსით კიდევ 72 ადამიანი გარდაიცვალა - როგორია ბოლო 24 საათის კოვიდსტატისტიკა
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 4 732 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 72 ადამიანი, ხოლო 4 812 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 795 847-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 731 996 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 11 212 პაციენტი ემსხვერპლა.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 9,33%, ბოლო 14 დღის - 9,77%, ბოლო 7 დღის - 9,11%-ია.