თეგებით ძიება
17. 11. 2021 COVID - 19

COVD19-ზე 12 წელს ზემოთ ასაკის ყველა ბავშვი უნდა აიცრას - თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, 12 წელს ზემოთ ასაკის ყველა ბავშვი უნდა აიცრას.

თენგიზ ცერცვაძე ამ ასაკობრივ ჯგუფში კოვიდვაქცნით იმუნიზაციის პროცესს დადებითად აფასებს, თუმცა, მისი თქმით, პანდემიის შეჩერების კუთხით, ეს მნიშვნელოვან გარდატეხას ვერ მოახდენს და გააქტიურებისკენ ასაკოვან მოქალაქეებს მოუწოდებს.

„ბევრი მეკითხება რჩევას, აცრას თუ არა ამ ასაკის ბავშვები კოვიდვაქცინით. დიახ, ყველას ვაძლევ რეკომენდაციას, რომ აცრან. მაგრამ ეს ჯგუფი გადამწყვეტ გავლენას ვერ მოახდენს ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობაზე, რამეთუ ძირითადი რაოდენობა მაინც მოდის ასაკობრივ ადამიანებზე,“- აცხადებს ცერცვაძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა