თეგებით ძიება
17. 11. 2021 COVID - 19

"კოშმარი ხდება... სავალალო შედეგებამდე შეიძლება მივიდეს ქვეყანა" - ლევან რატიანი

კოშმარი ხდება, ასეთი რამ აქამდე არასდროს ყოფილა... სავალალო შედეგებამდე შეიძლება მივიდეს ქვეყანა - აცხადებს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურმა დირექტორი, ლევან რატიანი "რუსთავი2"-თან საუბარი.

მედიკოსი მოსალოდნელ კრიზისზე საუბრობს. არცერთი თავისუფალი ადგილი, 42 ინფიცირებული რეანიმაციაში, მათი 99% მართვით სუნთქვაზე, სრულად შევსებული სამეანო განყოფილება და 6 მძიმე მდგომარეობაში - პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა ბოლო 2 კვირაა ამ რეჟიმში მუშაობს. საავადმყოფოს დირექტორი ამბობს, რომ კლინიკას რესურსი თითქმის ამოიწურა და საზოგადობას მოუწოდებს ერთმანეთის სიცოცხლის გადასარჩენად იბრძოლონ.

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსი არ გამორიცხავს, რომ ასეთ პირობებში იმ მედიკამენტების მარაგიც ამოიწუროს, რომელიც ინფიცირებული მძიმე პაციენტების მკურნალობის პროცესში გამოიყენება.

დღევანდელი მდგომარეობით კლინიკებში 6,700 ინფიცირებულია მოთავსებული, 44 ათასი მკურნალობას ბინაზე გადის, ამ ფონზე კი ბოლო 24 საათში - მხოლოდ 8,334 მოქალაქე აიცრა.

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 4 732 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 72 ადამიანი, ხოლო 4 812 პირი გამოჯანმრთელდა.



თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა