თეგებით ძიება

მას შეუძლია, რომ შეწყვიტოს თავისი „ფეიკ“ შიმშილობა, თუმცა ნულოვანი კაცობა აქვს მიხეილ სააკაშვილს - ირაკლი კობახიძე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ სააკაშვილი ყველა იმ პირის ჯანმრთელობაზეა პასუხისმგებელი, რომლებიც მის გამო შიმშილობენ.

„მიხეილ სააკაშვილი არის პასუხისმგებელი ყველა იმ ადამიანი ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე, რომლებიც შიმშილობენ. მას შეუძლია, რომ შეწყვიტოს თავისი „ფეიკ“ შიმშილობა და ეს ბუნებრივია აისახება ამ ადამიანების ჯანმრთელობაზე. მას რომ ჰქონდეს კაცობა და ღირსება, ამას გააკეთებდა, თუმცა ნულოვანი კაცობა აქვს მიხეილ სააკაშვილს, ამით არის ის გამორჩეული. იგი არის პასუხისმგებელი ყველაფერზე, მას რომ ჰქონდეს კაცობა მარტო ამის გამო შეწყვეტდა შიმშილობას. მიხეილ სააკაშვილის კაცობასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ჩვენი წარმოდგენა და ეს წარმოდგენა არის ძალიან მყარი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა