თეგებით ძიება

როგორია ლევან ხაბეიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს, რომელსაც გუშინ სპეცრაზმი ფიზიკურად გაუსწორდა ოპერაცია ჩაუტარდა. ის ამ დრომდე ინგოროყვას სახელობის კლინიკაში რჩება, სადაც გუშინ პოლიციელებმა მიიყვანეს.

ხაბეიშვილის დაზიანებული აქვს თვალი, გატეხილი აქვს ცხვირის ძვლები. პარტიაში აცხადებენ, რომ ის სპეციალურად იმისთვის "გაიტაცეს" პერიმეტრიდან, რომ " ეს სისხლიანი ანგარიშსწორება მოეხდინათ". ხაბეიშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთი წევრის, სოფო ჯაფარიძის მოსანახულებლად გუშინ კლინიკაში მივიდა სახალხო დამცველი.

"არაფერი არ მტკივა, თვალიც გაივლის, ტანიც გაივლის და ყველაფერი გაივლის, ბრძოლა პუტინისტების წინააღმდეგ უნდა გაგრძელდეს", - თქვა ხაბეიშვილმა ღამით ჩაწერილ ვიდეოში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა