თეგებით ძიება

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ 63 ადამიანი დააკავა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე აცხადებს, რომ აქციის მონაწილეები თავს ესხმოდნენ პოლიციელებს და ცდილობდნენ კორდონების გარღვევას. მისი თქმით, გუშინ 63 ადამიანი დააკავეს - წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო.

გარდა ამისა, დარახველიძის განცხადებით, "სხვადასხვა მძიმე დაზიანება" მიიღო შსს-ს ექვსმა თანამშრომელმა, რაზეც გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით. მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ეს პირები კლინიკაში რჩებიან.

დარახველიძემ თქვა, რომ პოლიტიკური პარტიის ლიდერები და აქციის მონაწილეები ხელოვნურად ბლოკავდნენ პარლამენტის გამომსვლელებს, რაც კანონით აკრძალულია.

"საზოგადოებამ ნათლად იხილა, რომ აქცია სრულად მიიღო ძალადობრივი ხასიათი, ყველამ კარგად ვნახეთ როგორ უპირისპირდებოდნენ აქციის მონაწილეები პოლიციელებს, ისინი მათ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, სამართალდამცველების მიმართულებით ისროდნენ სხვადასხვა მძიმე საგნებს - მათ შორის ქვებს და ბოთლებს", - ამბობს დარახველიძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა