თეგებით ძიება
18. 11. 2021 COVID - 19

ვერ შევძლებთ პანდემიის დამარცხება მხოლოდ მოზრდილების ვაქცინაციის ხარჯზე - ივანე ჩხაიძე

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ, ვაქცინაციის ტემპსა და არსებულ ეპიდსიტუაციაზე ისაუბრა.

„ინფიცირების და გარდაცვალების მაჩვენებელი ისევ მაღალია. ვაქცინაციამ ისევ არ მოიმატა. ქვეყანაში ბოლო დღეების განმავლობაში ვითარება არ შეცვლილა, რაც ძალიან ცუდია. ჩვენი მოლოდინი, რომ თანდათან შემცირდებოდა ინფიცირების მაჩვენებელი ჯერჯერობით მოლოდინად რჩება. ნოემბრის ბოლო, დეკემბრის დასაწყისი არის ის თვეები, როდესაც ქვეყანაში პირველად გამოჩნდება ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გრიპის ვირუსის, რაც ნიშნავს რომ დაიწყება გრიპის შემთხვევების მატების პერიოდი, რომელიც პიკს დეკემბერ-იანვარში მიაღწევს. წელს გრიპი გაცილებით უფრო მეტი იქნება ვიდრე იყო შარშან. იმ ადამიანების რაოდენობა, რომელთაც აქვთ გარკვეული იმუნიტეტი გრიპის მიმართ იქნება ძალიან დაბალი. დეკემბერი და იანვარი ძალიან საგანგაშო პერიოდია, როგორც პანდემიის მიმდინარეობის ისე გრიპის შემთხვევების მატების თვალსაზრისით“, - აცხადებს ივანე ჩხაიძე.

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, საველე ჰოსპიტლების ამოქმედების საჭიროებაზეც ისაუბრა.

„ამ ეტაპზე სტაციონარული საწოლების რესურსი საკმარისია ამ შემთხვევების მართვისთვის. ყველა ის ადამიანი ვისაც სჭირდება დახმარება იღებს მას შესაბამის პირობებში. მაგრამ რისკი იმისი, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს იმ მდგომარეობას, რაც გვქონდა აგვისტოს ბოლოს, აგვისტოს ბოლოს დაგვჭირდა საველე ჰოსპიტლების გახსნა არსებობს. საველე ჰოსპიტლების გახსნის რისკი რეალურია. თუ მომდევნო დღეების განმავლობაში არ შემცირდა ინფიცირების მაჩვენებელი ალბათობა იმისა, რომ ქვეყანას დასჭირდეს საველე ჰოსპიტლის გახსნა სამწუხაროდ არის რეალური. შეიძლება, საქართველო ისევ დარჩეს საკმარისი რაოდენობის ჰოსპიტალური საწოლების გარეშე“, - აღნიშნავს ჩხაიძე.

ივანე ჩხაიძემ გამართულ პრესკონფერენციაზე, ბავშვებში ვაქცინაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბავშვების ვაქცინაცია ინფიცირებისა და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელს მოზრდილებში ამცირებს.

„12-დან 15 წლამდე ბავშვების ვაქცინაციის პროცესი დაიწყო, ციფრები ყოველდღიურად მზარდია. ასევე, მნიშვნელოვანია ის რომ მათ უკან დგას ვაქცინირებული მშობლები. თუმცა, მოლოდინი არ გვაქვს, რომ ამ ასაკის ბავშვების დიდი ნაწილი აიცრება. ბავშვების ვაქცინაცია 20-25%-ით ამცირებს ინფიცირებისა და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელს მოზრდილებში. არ შეიძლება პანდემიის დამარცხება მხოლოდ მოზრდილების ვაქცინაციის ხარჯზე“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა