თეგებით ძიება

"ყველას, ვისაც გჯერათ, რომ თქვენი განათლება შეესაბამება დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გიწვევთ კონკურსში" - თამარ მახარაშვილი

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი, თამარ მახარაშვილი მიმართვას ავრცელებს:


"ძვირფასო მეგობრებო, მიმდინარე წელს დაიწყო და მომავალ წელს უფრო ფართო მასშტაბებს შეიძენს ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარებისკენ მიმართული აქტივობები.
აღნიშნული რეფორმის მრავალმხრივი, კონცეპტუალური ასპექტები და დროის განრიგი უკვე კარგადაა ცნობილი სასკოლო საზოგადოებისათვის. ასევე ფაქტია, რომ რეფორმის წარმატებისთვის ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტის ინსტიტუტის შექმნა და მათი შესაძლებლობების განვითარება ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია.

ამ მიმართულებით უკვე გადაიდგა პირველი ნაბიჯი და შემუშავდა შესაბამისი კონცეფცია, რომლის მიხედვითაც 10 ნოემბერს გამოცხადდა დოკუმენტაციის მიღება ხარისხის სპეციალისტთა სერტიფიცირების პროცესში ჩასართავად, რაც კიდევ 3 დღის განმავლობაში, 20 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
შემოსული განაცხადების რაოდენობას ნამდვილად არ ვუჩივით, თუმცა მიგვაჩნია რა, რომ ზოგადი განათლების ხარისხი, განსაკუთრებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საკითხია. ჩვენი სტრატეგია და მიდგომაა, რომ მის განვითარებასთან დაკავშირებული პროცესები მაღალი გამჭვირვალობის და საზოგადოების ფართო ჩართულობის ფონზე წარიმართოს.

ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფა თავისი შინაარსით და მასშტაბებით კომპლექსური საკითხია. მისი განვითარებისთვის კი ყველამ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ.
ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტობა, ერთ-ერთი საუკეთესო შესაძლებლობაა საკუთარი ცოდნა და უნარები მოვახმაროთ ზოგადი განათლების ხარისხის განვითარებას როგორც ცალკეული სკოლის, ისე ზოგადად, სისტემის დონეზე.

დიახ, საქართველოს ნებისმიერ კუთხეში მეგულება კვალიფიციური ადამიანები, რომლებიც თავის ცოდნას და გამოცდილებას უშურველად უნაწილებენ სწორედ ჩვენი მომავალი თაობების შესაბამისი ცოდნით შეიარაღებას. ამიტომ მინდა გთხოვოთ მაქსიმალურად ჩაერთოთ ამ პროცესში.

ჩვენ გელოდებით და გეძებთ!
ყველას, ვისაც გაქვთ სურვილი და გჯერათ, რომ თქვენი განათლება და გამოცდილება შეესაბამება დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გიწვევთ ჩაერთოთ გამოცხადებულ კონკურსში, რისთვისაც გთხოვთ გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე:

https://www.hr.gov.ge/JobPro.../UserOrgVaks/Details/67947...



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა