თეგებით ძიება

ბიძინა ივანიშვილი საქართველოშია - ყოფილმა პრემიერმა ჩვენება მისცა

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი საქართველოშია.

როგორც გამოცემა bloomberg-ი წერს, ბიძინა ივანიშვილმა გუშინ ბერმუდის სასამართლოს ჩვენება, თარჯიმნის მეშვეობით, საქართველოდან მისცა.

„ისეთი უხეშობები, რაც განვიცადე Credit Suisse-თან ურთიერთობაში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთსა და საქართველოში ყველაზე ველური კაპიტალიზმის პირობებშიც კი არ შემხვედრია. ჩემი გამოცდილებით, რაც ბანკებთან თანამშრომლობით ან ბანკების მფლობელობაში მიმიღია, მსგავსი რამ, რაც მოხდა
Credit Suisse-ში არასდროს მინახავს", - განაცხადა ივანიშვილმა.

შეგახსენებთ, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა Credit Suisse-ს ოთხი წლის წინ უჩივლა. მან ბანკის დაზღვევის პროდუქტებში 755 მილიონი დოლარის მოცულობის დეპოზიტი განათავსა. 2015 წელს ივანიშვილმა აღმოაჩინა, რომ სადაზღვევო სქემიდან პატრიკ ლესკადრონის მიერ განხორციელებული თაღლითურ ოპერაციების გამო, 400 მილიონი დოლარი გაქრა.

ლესკადრონმა 2020 წელს თავი მოიკლა. ბანკი ამტკიცებს, რომ ის მარტო მოქმედებდა და დანაშაულს კოლეგებსა და უფროსებს უმალავდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა