თეგებით ძიება

მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე კითხვის ნიშნის ქვეშაა - უკრაინის სახალხო დამცველი

უკრაინის სახალხო დამცველმა, ლუდმილა დენისოვამ „მთავარ არხთან“ საქართველოს მესამე პრეზიდენტზე მიხელ სააკაშვილზე ისაუბრა.

„დღეს შემიძლია განვაცხადო, რომ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე კითხვის ნიშნის ქვეშაა. იმედი მაქვს, საქართველოს ხელისუფლება გაითვალისწინებს ყველა იმ რეკომენდაციას, რომლებიც გაიცა ნინო ლომჯარიას მოწვეული ექსპერტების მიერ, ასევე, იმ ექსპერტების მიერ, რომლებსაც მოიწვევენ ადვოკატები და მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის მიერ. სააკაშვილს უნდა გაეწიოს კვალიფიციური სამედიცინო დახმარება, რადგან მან უკვე მიიღო შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება“, - განაცხადა ლუდმილა დენისოვამ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა