თეგებით ძიება

"მადლობა ომბუდსმენს და ჩემს კოლეგებს ასეთი აკადემიური და მიუკერძოებელი დასკვნისთვის" - ნინო შარაშენიძე

ექიმი ჰემატოლოგი, ტრანსფუზიოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, ნინო შარაშენიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"ჩვენთვის, როგორც რიგითი ექიმებისთვის , უსაზღვროდ დიდი პატივია ის ფაქტი, რომ ომბუდსმენის ეგიდით შექმნილმა კონსილიუმმა სიტყვასიტყვით დაასაბუთა ჩვენი კონსილიუმის დასკვნა (იხილეთ დოკუმენტი) პაციენტის მრავალპროფილურ და მაღალტექნოლოგიურ სტაციონარში აუცილებელ გადაყვანასთან დაკავშირებით.
ასევე ზუსტად გაიმეორა ის ტექნიკური და ინტელექტუალური რესურსის აუცილებლობა რასაც ზედმიწევნით, პერმანენტულად ვასაბუთებდით ჩვენს დასკვნებში (იხილეთ დოკუმენტი).

დამატებით მიეცათ შესაძლებლობა ზუსტად შეეფასებინათ პაციენტის ამჟამინდელი მდგომარეობა და სამედიცინო დაწესებულების შესატყვისობა იმ მოთხოვნებთან რასაც ჩვენ ერთმნიშვნელოვნად და პერმანენტულად ვითხოვდით.

მადლობა ომბუდსმენს და ჩემს კოლეგებს ასეთი აკადემიური და მიუკერძოებელი დასკვნისთვის.

მათ მიერ გამოტანილი დასკვნა ავტომატურად ასაბუთებს ჩვენი კონსილიუმის ასევე მიუკერძოებელ შედეგს. (იხილეთ კონსილიუმის ოქმები).
.........
ასევე დიდ მადლობას ვუხდი ქალბატონ ელენე გიორგაძეს, ბატონ ზურაბ ფაღავას, ბატონ ალექსანდრე ცისკარიძეს, ბატონ გიორგი გოცაძეს და ბატონ ნიკოლოზ ყიფშიძეს მეგობრობისთვის, ნდობისთვის, პროფესიონალიზმისა და უსაზღვროდ დიდი პატიოსნებისთვის.
თქვენთან მუშაობა იყო დიდი გამოცდილება", - წერს შარაშენიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა