თეგებით ძიება

ლარი კვლავ გამყარდა - ვალუტის კურსი

სებმა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 18 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.1303 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1435 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 1.32 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.5485 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.5562 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.77 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.2964 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 4.2234 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 19 ნოემბრიდან შევა ძალაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა