ყველა 500 სრულად აცრილი ადამიანი არის ერთი გადარჩენილი სიცოცხლე - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ვიდეომიმართვაში საქართველოს რთულ ეპიდვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გამოსავალი მხოლოდ ვაქცინაციაა.
„ეპიდსიტუაცია ქვეყანაში საკმაოდ რთული და დაძაბულია. სიტუაციის კიდევ მეტად გაუარესებას არაფერი შეაჩერებს გარდა ვაქცინაციისა და წესების დაცვისა. რეგულაციებში ყველაზე მნიშვნელოვანია პირბადის ყველგან ტარება. ყველა 500 სრულად აცრილი ადამიანი არის ერთი გადარჩენილი სიცოცხლე. ამიტომ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ და გთხოვთ, რომ აიცრათ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.