თეგებით ძიება

ქვეყანაში 30 წლამდე ახალგაზრდების 39%-ია დასაქმებული

სსიპ "ახალგაზრდობის სააგენტოს" მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, სრულწლოვან გამოკითხულ ახალგაზრდებს, 39% ამბობს, რომ დასაქმებულია.

უფრო დეტალურად კი, 18-დან 26 წლამდე ახალგაზრდების დაახლოებით მესამედი (28%) ამბობს, რომ დასაქმებულია, ნახევარი (50%) ეძებს სამსახურს, 22% კი არაა დასაქმებული და დასაქმებას არ ცდილობს.

26-დან 30 წლამდე გამოკითხული ახალგაზრდების უმრავლესობა (65%) ამბობს, რომ დასაქმებულია, დაახლოებით მესამედი (31%) სამსახურს ეძებს, ხოლო 4% არ არის დასაქმებული, თუმცა სამსახურს არ ეძებს.

ამასთან, გამოკითხვის შედეგების მიხედვით, 14-17 წლამდე ახალგაზრდების მცირე წილი - 4% დასაქმებულია, 21% ეძებს სამუშაოს, ხოლო 76% არაა დასაქმებული და ამ ეტაპზე სამუშაოს არ ეძებს.

კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 14 წლიდან 30 წლამდე ასაკის 4 652 ახალგაზრდა


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა