თეგებით ძიება

მესამე კვარტალში უმუშევართა რაოდენობა წლიურად 51 000 ადამიანით გაიზარდა

მიმდინარე წლის მესამე კვარტალში საქართველოში უმუშევართა რაოდენობამ 310,8 ათასი ადამიანი შეადგინა, რაც ნიშნავს იმას, რომ სამსახურის მაძიებელთა რიცხვი წლიურ ჭრილში 50 ათასით არის გაზრდილი. ამის შესახებ საქსტატის ანგარიშიდან ხდება ცნობილი.

რაც შეეხება უმუშევრობის დონეს, მესამე კვარტალში საქართველოში ეს მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2,5 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი და 19,5% შეადგენს. უმუშევრობის დონე შემცირებულია მიმდინარე წლის მეორე კვარტალთან შედარებით, რაც, სავარაუდოდ, სეზონურობით არის გამოწვეული.

სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის მესამე კვარტალში საქართველოში 3 მილიონი 15 წლის და უფროსი ასაკის ადამიანი ცხოვრობდა, რომელთაგან 52,8%, ანუ 1,59 მილიონი ეკონომიკურად აქტიური იყო. აქ იგულისხმებიან ის პირები, რომლებიც სამსახურს ეძებენ და მუშაობის დაწყებისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ.

საქსტატის ანგარიშის მიხედვით, მესამე კვარტალში დასაქმებული იყო 1,28 მილიონი ადამიანი, რომელთაგან 861,9 ათასი ადამიანი დაქირავებული, ხოლო 418,6 ათასი — თვითდასაქმებული იყო. ამ პერიოდში დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 67,3%-ს შეადგენდა, რაც 0,7 პროცენტული პუნქტით მეტია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით


წყარო: on.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა